თეგი: სარაკეტო სისტემები

უკრაინას სარაკეტო სისტემებს დიდი ბრიტანეთიც მიაწვდის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაეხმარება. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. საუბარია M270-ზე, რომლის მოქმედების არეალი გამშვებებს, 80 კილომეტრამდეა (49,7 მილი). ბრიტანეთის შეფასებით, ეს დახმარება უკრაინას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. „ეს ნაბიჯი მჭიდროდ კოორდინირებულია შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მიაწოდოს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS)“, - აღნიშნავს თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გადასცემს

ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს და Stinger-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს (SAM), ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს. „უახლოეს მომავალში უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიებს გავუგზავნით. ეს იქნება Stinger-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემები, ვერტმფრენები, ტყვიამფრქვევები საბრძოლო მასალებით, უპილოტო საფრენი აპარატები", - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს ლატვია გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას სხვადასხვა დონეზე. „დაგეგმილია კურსების ინტენსივობის გაზრდა და მინიმუმ ორჯერ მეტი უკრაინელის მომზადება, ვიდრე 2022 წელს მოვამზადეთ“, - განაცხადა მინისტრმა. ანგარიშის მიხედვით, ლატვიის მიერ უკრაინას დახმარება, ფულადი თვალსაზრისით, 314 მილიონ ევროზე მეტია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,93%-ს შეადგენს. ამ თანხიდან დაახლოებით 300 მილიონი ევრო სამხედრო მარაგისთვისაა განკუთვნილი.